მამაცაშვილი ,,ანტიკორუფციულის" წინააღმდეგ - სააპელაციომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

02.12.22 13:03
მამაცაშვილი ,,ანტიკორუფციულის" წინააღმდეგ - სააპელაციომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

უჩა მამაცაშვილი ,,ანტიკორუციული მოძრაობის" წინააღმდეგ -  სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამ წევრს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილისთვის ხუთი ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს.

საქმე ეხება დავას, რომელიც უჩა  მამაცაშვილმა  ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ იმის გამო დაიწყო. მოძრაობის წევრების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ეგრედ წოდებულ ქოლცენტრების ბიზნესს ლობირებდა და წილებს იღებდა.

,,ანტიკორუფციულ მოძრაობაში" ამბობენ რომ მოსამართლე დამოუკიდებელი არ ყოფილა და საქმის უზენაეს სასამართლოში წაღებას აანონსებენ.

მსგავსი სიახლეები