პიროვნული ხაზები არ უნდა გადაკვეთო - ბაჩო დოლიძე პეტრე ცისკარიშვილს

02.12.22 13:33
პიროვნული ხაზები არ უნდა გადაკვეთო - ბაჩო დოლიძე პეტრე ცისკარიშვილს

ორ ბანაკად დაყოფილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ურთიერთბრალდებების რეჟიმზეა გადასული.

ნიკა მელიას თანამოაზრეები პეტრე ცისკარიშვილის ბრალდებებს პასუხობენ და ამბობენ, პიროვნული ხაზები არ უნდა გადაკვეთოს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე, მოუწოდებს პეტრე ცისკარიშვილს, რომ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შედარება არასწორია.

თუ სადმე თავ-პირის მტვრევა იყო, მე მგონი, ყველგან ეპიცენტრში იყო ეს ბიჭი (ნიკა მელია), პარლამენტიდან დაწყებული და სამაჯურის გაკეთებით დამთავრებული. დღეს კობახიძეზე მის შედარება, ნუ არ ვიცი.

,,ნაციონალურ მოძრაობაში" მაინცდამაინც ბევრი ადამიანი არ არის, ვისთანაც მე პირადად სხვა ურთიერთობა არ მაკავშირებს. როგორ განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციებზე მე და პეტრე არ უნდა ვიდგეთ, არის რაღაცა საკითხები და ხაზები, რომელსაც მე პირადად არასდროს გადავკვეთავ. 

ყველაზე კარგად ახლა პეტრემ იცის, აღნიშნულ პროცესში მერაბიშვილი არის ჩართული, კეზერაშვილი, თუ ახალაია. არის ჩართული? უნდა გამოვიდეს წინა მხარეს, რომ არავის ეგონოს, რომ კაცი თურმე არაფერში არ ერევა და თურმე, ერევა - ამბობს ბაჩო დოლიძე. 

 

მსგავსი სიახლეები