მოსამართლის შესახებ ჩემგან გაიგო... უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე გუშინ - ალასანია სააკაშვილზე

02.12.22 13:28
მოსამართლის შესახებ ჩემგან გაიგო... უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე გუშინ - ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის საქმის კურსშია, რომ მისი  გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

გიული ასალანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმაზე სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე გუშინ. 

მე შევატყობინე, რომ ის არის. არ იცოდა, გაიგო ჩემგან. მეტი არაფერი, მაგაზე მსჯელობა აღარ გვქონია. მიიღო ჩეულებრივად, როგორც ინფორმაცია. დანარჩენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისევეა, როგორც გუშინ. უფრო სუსტად მომეჩვენა, უხალისოდ იყო. მოლოდინი უფრო მე მაქვს, იმას რა აქვს, ვერ გეტყვით, - თქვა ალასანიამ.  
 

ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობა, ვინც ისტორიულ სასამართლო პროცესზე  გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას გიორგი არევაძე განიხილავს.

მესამე პრეზიდენტის ბედი ახლა იმ მოსამართლის ხელშია, რომელმაც სააკაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ერთხელ უკვე გამოიტანა.  საუბარია შეწყალების საქმეზე, როდესაც მან ექსპრეზიდენტს 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

 

მსგავსი სიახლეები