თუ მოსამართლე სააკაშვილს "სიკვდილით დასჯას" გამოუტანს, ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება - ნიკა მელია

02.12.22 13:44
თუ მოსამართლე სააკაშვილს "სიკვდილით დასჯას" გამოუტანს, ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება - ნიკა მელია

თუ მოსამართლე სააკაშვილს "სიკვდილით დასჯას" გამოუტანს ვიმეორებ, ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

ოპოზიცონერი ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო ექსპერტებმა უკვე დადეს დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობა ტყვეობის პირობებშ შეუძლებელია. 

მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტთა ჯგუფებმა დადეს მატერიალური სახით საექსპერტო დასკვნები, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება არ ექვემდებარება იმ პირობებს, რა პირობებშიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშილის ტყვეობაში. თუ ამ ყველაფერს , უმძიმეს რეალობას თვალს არ უსწორებს თუნდაც რეჟიმის წარმომადგენლები და ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებენ და სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას გამოუტანს მოსამართლე, კიდევ ვიმეორებ, ვერაფერი ძველებურად ვეღარ იქნება, - განაცხადა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები