არ შეიძლება ჯაფარიძის ცოლს წვდომა ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციასთან - ვოლსკი
მმართველი პარტიის ლიდერი გია ვოლსკი ფაქტობრივად აასტურებს, რომ ზურაბ ჯაფარიზის მეუღლის ნატა ქორიძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ არ შეიძლება ოპოზიცირი პარტიის ლიდერის ცოლს წვდომა ჰქონდეს საიდუმლო ინფორმაციასთან.
„თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, არ შეიძლება იგი უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღე და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურა ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი. ეტყობა რაღაც მიზეზი იყო ამისათვის. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა“. - ამბობს გია ვოლსკი.
პარტია “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურიდან მისივე პოლიტიკური აქტიურობის გამო გაუშვეს.
ჯაფარიძის ცოლი საგარეო საქმეთა სამინსიტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ნატა ქორიძე მოულოდნელად უთხრეს, რომ გათავისუფლებული იყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზურა ჯაფარიძის ოჯახის წევრი პოლიტიკური ნიშნით იდევნება. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის ძმაც ანალოგიური მოტივით გაანთავისუფლეს სამსახურიდან.