ვოლსკიმ დაადასტურა, რომ ჯაფარიძის ცოლის სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს - მანჯგალაძე

02.12.22 14:01
ვოლსკიმ დაადასტურა, რომ ჯაფარიძის ცოლის სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს - მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ვოლსკიმ პირდაპირ დაადასტურა, რომ ზურა ჯაფარიძის ცოლის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება.

ოპოზიციონერი მმართველი პარტიის ლიდერს ცეკას მდივანს და ბოლშევიკების ინსტრუქტორს უწოდებს.

„პირდაპირ პოლიტიკურ მოტივს ვხედავ და ეს დაადასტურა ვოლსკიმაც, რომ ამდენი ხანიც არ უნდა მუშაობდესო, იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძის მეუღლეაო. გვითხრა ცეკას ინსტრუქტორმა. ცეკა ნიშნავდა ბოლშევიკების ინსტრუქტორს“. - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

პარტია “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურიდან მისივე  პოლიტიკური აქტიურობის გამო გაუშვეს.

ჯაფარიძის ცოლი საგარეო საქმეთა სამინსიტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ნატა ქორიძე მოულოდნელად უთხრეს, რომ გათავისუფლებული იყო. 

ეს არ არის  პირველი შემთხვევა, როდესაც ზურა ჯაფარიძის ოჯახის წევრი პოლიტიკური ნიშნით იდევნება. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის ძმაც ანალოგიური მოტივით  გაანთავისუფლეს სამსახურიდან.

მსგავსი სიახლეები