ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა - ელისაშვილი
ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, განაცხადა. ელისაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის ქვეყანაში ვაქცინის სიმცირე და რატომ შემოდის ის პორცია-პორცია. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა საქმიანობას თავი ვერ მოაბა.
მთავარი კითხვები, რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვექნება. ასე პორცია-პორცია და ხუთ-ხუთი ცალი ვაქცინა რატომ შემოდის? რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამნისტრომ და მთავრობამ მთლიანად, რომ ამ ხნის განმავლობაში შემოეტანათ საკმარისი ოდენობის ვაქცინა? ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა და ვერაფერს მოაბა თავი. რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში, საწოლფონდი და რაღაცა,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
პარლამენტში დღეს მინისტრის საათის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. ეკატერინე ტიკარაძე უწყების საქმიანობის და გეგმების შესახებ ანგარიშს წარადგენს.