"საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედება" - ოპოზიცია ოკუპირებულ სოხუმში დუმის სპიკერის ვიზიტზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დუმის სპიკერის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებას ოფიციალური ნოტი გამოცემნისკენ მოწუოდებს. ხელისუფლების ოპონენტები "ოცნებას" სთხოვენ, ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებები დაგმონ.
პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა და ქვეყნის სუვერენეტის წინააღმდეგ მიმართულიე ქმედებაა.
ეს ვიზიტი არის საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვევა და ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებებს. ისევე, როგორც მისი ვიზიტის მთავარი მიზეზია, ზეწოლა განახორციელოს აფხაზურ საზოგადოებაზე და იმ მოქრთამვით, რომელსაც აქვს ადგილი აფხაზეთში რუსეთის მხრიდან მოახერხოს ბიჭვინთის ანექსიის საბოლოო გაფორმება დეფაქტო პარლამენტში, - თქვა აქუბარდიამ.
საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდა. რუსეთის დუმის სპიკერმა დეფაქტო აფხაზეთის წარმომადგნელებთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართა. ვიზიტის მიზეზი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა იყო.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობა საკითხს უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. სწორედ საპროტესტო ტალღისს ჩასახშობად ჩავიდა სოხუმში ვიაჩესლავ ვოლოდინი.