ჯაფარიძის ცოლის სამინისტროდან გათავისუფლების ფაქტზე შეიძლება, დისკრიმინაციული მოტივები დადგინდეს - ლომჯარია

02.12.22 15:20
ჯაფარიძის ცოლის სამინისტროდან გათავისუფლების ფაქტზე შეიძლება, დისკრიმინაციული მოტივები დადგინდეს - ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის ცოლის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლების ფაქტზე, შეიძლება დისკრიმინაციული მოტივები დადგინდეს.

ომბუდცმენი ამბობს, რომ ამ საქმეს არ იცნობს, თუმცა იხსენებს მსგავსი ხასიათის საქმეს, როდესაც სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ გიგი გეგიაძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით მოხდა.

ამიტომაც, ამ საქმიდან გამომდინარე და ამავე კონტექსტის მიხედვით, ლომჯარიასთვის საეჭვოა ეს საქმეც, ამიტომაც ითხოვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავს შემთხვევებში გააკეთოს განმარტება.

მე ამ საქმეს არ ვიცნობ და ალბათ, არ იქნება ჩემგან სწორი, რომ ვთქვა, რომ არის ნამდვილად პოლიტიკური მოტივი, მაგრამ კონტექსტის სახით შემიძლიათ გითხრათ, რომ მაგალითად ერთ-ერთ საქმეში, გიგი გეგიაძის საქმეში სახალხო დამცველს უკვე აქვს დადგენილი დისკრიმინაცია სწორედ პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით. ასევე ერთ-ერთი საქმის შესწავლა მიმდინარეობს სახალხო დამცველის აპარატში, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც ასევე ჩვენ სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს ვხედავთ, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის. ამიტომ, ამ კონტექსტიდან გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, საეჭვოა და საინტერესო იქნება ამ საქმის ნახვაც, იმიტომ, რომ რეორგანიზაციას, მოგეხსენებათ აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები და ზოგადად, თუ რეორგანიზაცია თუ ფიქტიურად არის გამოცხადებული იმის გამო, რომ ვირაც კონკრეტული, მათთვის არასასურველი პირი გაათავისუფლონ, ასეთი რეორგანიზაცია არ არის კანონიერი და შეიძლება აქაც დადგინდეს დისკრიმინაციული მოტივები“. - ამბობს ნინო ლომჯარია. 

პარტია “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურიდან მისივე  პოლიტიკური აქტიურობის გამო გაუშვეს.

ჯაფარიძის ცოლი საგარეო საქმეთა სამინსიტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ნატა ქორიძე მოულოდნელად უთხრეს, რომ გათავისუფლებული იყო. 

ეს არ არის  პირველი შემთხვევა, როდესაც ზურა ჯაფარიძის ოჯახის წევრი პოლიტიკური ნიშნით იდევნება. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის ძმაც ანალოგიური მოტივით  გაანთავისუფლეს სამსახურიდან.

უწყებიდან გათავისუფლებულია ასევე მალხაზ მიქელაძე, კარტოგრაფების სამქის ერთ-ერთი ფიგურანტი. ახლა საინტერესოა, გააკეთებს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო გათავისუფლებულ თანამშრომლებზე განმარტებას.

მსგავსი სიახლეები