"იურისტი ვარ და მის სამედიცინო სტატუსს ვერ შევაფასებ" - კაციტაძის უწყების წარმომადგენელი სააკაშვილზე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა კლინიკა "ვივა-მედი" ცოტა ხნის წინ დატოვა. ჟურნალისტების კითხვას, როგორ მდგომარეობაში ნახა მიხეილ სააკაშვილი, გამომძიებელმა თავი აარიდა, თუმცა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის ტოქსიკოლოგიურ კვლევას დათანხმდა.
ვნახე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე იურისტი ვარ და მის სამედიცინო სტატუსს ვერ შევაფასებ. ვიზუალური, რაც გვჭირდება ნიმუშის ასაღებად, საწოლში იწვა და შესაბამის მდგომარეობაში ავუღეთ. ნიმუშაბეი ავიღეთ, რაც გვჭირდებოდა, თანხმობა გამოთქვა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, - თქვა გამომძიებელმა.