ნამდვილი ჩემპიონი იყავით ქართველი ხალხისთვის - დეგნანი ლომჯარიას
სახალხო დამცველის და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ისაუბრეს ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლზე და ომბუდსმენის 5-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას საქმიანობა შეაფასა და მას ჩემპიონი უწოდა.
თქვენ ნამდვილი ჩემპიონი იყავით ქართველი ხალხისთვის. სახალხო დამცველის ოფისი ყოველდღიურად სასიცოცხლო როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვაში. სახალხო დამცველის დიდებული გუნდი ყოველდღიურად მუშაობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქესთვის დაცული იყოს ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პატივისცემა. ეს არის ნებისმიერი საზოგადოების ძალა და, მით უმეტეს, აქ, საქართველოში”, – განაცხადა დეგნანმა.