მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს - მიხეილ ჰერჩინსკი

02.12.22 16:51
მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს - მიხეილ ჰერჩინსკი

ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება, კავშირზეა პრეზიდენტის ოჯახსა და ხელისუფლებასთან.

ევროკავშირს ელჩი საქართველოში ამბობს, რომ  მესამე პრეზიდენტის უფლებების საკითხს   საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან აყენებს.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, სააკაშვილის ბედი და მისი საზღვარგარეთ გაყვანის საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია.

ჩვენ, ევროკავშირი, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახთან. ჩვენ ასევე ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული. რა თქმა უნდა, მისი მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია  - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები