სააკაშვილის საქმე დაეწერა მოსამართლე არევაძეს, რომელიც ევროპული სასამართლოს საჩივარში ფიგურირებს - ჯანეზაშვილი
იუსტიციის საბჭოს ყოფილ არამოსამართლე წევრსა და ამჯამად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნაზი ჯანეზაშვილს, ეჭვის საფუძველს უქმნის ის ფგარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა.
ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, გიორგი არევაძის სახელი ფიგურირებს ევროპული სასამართლოს საჩივარში.
მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პოლიტიკური დაკვეთა. გამიჭირდება იმაში დარწმუნება, რომ მოსამართლე არევაძე ამ ტიპის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. წარსულის გამოცდილებიდა იმის გამოც, რა ხდება რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებია ჩარეული, ძნელია ამაში დარწმუნება, მაგრამ ვნახოთ. დაველოდოთ, იქნებ, ეს იყოს გამონაკლისი შემთხვევა, როცა მოსამართლე ამგვარად მოიქცევა.
თუ სისტემაში მოქმედებს საქმეების ელექტრონული განაწილების წესი შემთხვევითი პრინციპით, ეს არის ამის ფუნდამენტური დანიშნულება, რომ მაინცდამაინც კმონკრეტულ მოსამართლესთან კი არ შევიდეს საქმე, არამედ, შემთხვევითად განაწილდეს, რაც უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას.
ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკაში არაერთი პრობლემაა, ასევე იმ წესში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. ამიტომაც შეიძლება, კითხვებს აჩენდეს ის ფაქტი, რატომ დაეწერა მაინცდამაინც გიორგი არევაძეს ეს საქმე.
როცა ვიცით, რომ ხელისუფლებას აქვს შესაბამისი ბერკეტები კლანის მეშვეობით, რათა იმ შედეგებს მიაღწიოს, რაც მის პოლიტიკურ ინტერესებთან თანხვედრაშია, ამას ასეთი ადამიანების ხელით აკეთებს.
არევაძის სახელი და გვარი ფიგურირებს უკვე ევროპული სასამართლოს საჩივარში, შესაბამისად, აქ შეიძლება, იყოს ინტერესთა კონფლიქტი და იქმნებოდეს აცილების საფუძველი. - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.