მელია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც გუნდის დაყოფა და პარტიის კარის გაჯახუნება უნდა - ხაბეიშვილი
ხაბეიშვილი მელიას წინააღმდეგ - ნაციონალური მოძრაობის თავმდჯოამრეობის კანდიდატი მოქმედ თავმჯდომარეს პარტიის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც გუნდის დაყოფა და შემდეგ პარტიის კარის გაჯახუნება უნდა.
ეს მიზანი მან მელიას გეგმებში დაინახა, რომლის მიხედვითაც მოქმედი თავმჯდომარე ალაპარაკებას აანონსებს.
ხაბეიშვილის ფლანგი პოლიტსაბჭოს თარიღს მიესალმება, თუმცა მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების თარიღია და ის ახალ წლამდე უნდა ჩაინიშნოს.
„გაჯანჯლებას ჩვენ არ მივესალმებით. კარგია, რომ ჩაინიშნა 11 დეკემბერს. მნიშვნელოვანია, მალე დასრულდეს საარჩევნო პროცესი და ეს უნდა მოხდეს დეკემბრის თვეში. არც ფარდის უკან არ ვეძებთ ვინმეს და არც არავის მხილებას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ვამხელთ, ეს არის რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური ხელისუფლება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაყოს, დაანაწევროს, მის პარტიაში აპირებს რამეზე ფარდის ახდას, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს აზიანებს პარტიას. ამიტომ, ჩვენ ვართ ადამიანები, მე და ჩემი თანამებრძელები, ვისაც გვინდა პარტიის გაძლიერება. ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც უნდა პარტიის დაყოფა და შემდეგ კარის გაჯახუნება. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მორჩეს სწრაფად, რომ პარტიამ სტაბილურად, მობილიზება დაიწყოს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“. - ამბობს ხაბეიშვილი.