წმენდა საგარეო საქმეთა სამინისტროში - უწყებაში გააუქმეს თანამდებობა, რომელზეც კარტოგრაფების საქმის მოწმე მუშაობდა
საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი წმენდაა. ილია დარჩიაშვილის უწყებაში გააუქმეს ის თანამდებობა, რომელზეც კარტოგრაფების საქმის მოწმე მალხაზ მიქელაძე მუშაობდა.
მიქელაძე სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც ივერი მელაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა.
კარტოგრაფების საქმის მოწმესთან ერთად უმუშავრებად, სავარაუდოდ, მისი დეპარტამენტის თანამშრომლებიც რჩებიან.
მალხაზ მიქელაძე ახლა სამინისტროსგან ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების მოლოდინშია.
სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმა. იმის ფარგლებში დაგეგმილია ჩემი თანამდებობის გაუქმება, როგორც ხელმძღვანელობამ მაცნობა. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა შესაბამისად. უსაქმოდ ნამდვიალდ არ ვიყავი. ძალიან საჭირო საქმეა, რაც არ შეიძლება რომ არ გაგრძელდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მოწმის სახით დავიკითხე რამდენჯერმე. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ვერაფერს ვიტყვი. ჯერ ვნახოთ რას შემომთავაზებენ. ალბათ, მრავლისმეტყველი იქნება ის შემოთავაზება, რასაც ჩემი ხელმძღვანელობა მე გამიკეტებს“. - ამბობს მიქელაძე.