იერიშზე გადასული ხაბეიშვილი და შიდა დაპირისპირება პარტიაში - რის თქმას აპირებს ნიკა მელია

02.12.22 20:18
იერიშზე გადასული ხაბეიშვილი და შიდა დაპირისპირება პარტიაში -  რის თქმას აპირებს ნიკა მელია

რის თქმას აპირებს ნიკა მელია? დღეს იერიშზე ლევან ხაბეიშვილი გადავიდა. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი აცხადებს, რომ მელია პარტიის ორად გაყოფას და შემდეგ კარის გაჯახუნებას გეგმავს. დიდი არეულობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადამწყვეტი შეხვედრის წინ.  

11 დეკემბერს პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს არჩევნების თარიღი. მანამდე კი ბრალდებებს  თანაპარტიელებს კობა ნაყოფია უყენებს  "ერთი სართულით ზემოთ რომ ამოსულიყავით, ბრიფინგებით ლაპარაკი არ დაგჭირდებოდათ"- ეუბნება ხაბეიშვილის მხარდამჭერებს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.

პარტიაში შიდა დაპირისპირებებმა კი უკვე პიროვნული კონფლიქტის სახე მიიღო. მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ უკვე აღარ დამალა პირადი წყენა პეტრე ცისკარიშვილის მისამართით, საპასუხოდ პარტიის თავმჯდომარე მძიმე ბრალდებების ადრესატი გახდა.  

ყოფილმა მეგობარმა მელია ირაკლი კობახიძესთან გააიგივა და თქვა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის რიტორიკა ერთ-ერთში ემთხვევა „ოცნების“  თავმჯდომარის განცხადებებს. 

არჩევნების მოლოდინი და   დიდი დაპირისპირება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები