რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი აფხაზეთში და ბიჭვინთის მიწების მიტაცების მცდელობა - დარჩიაშვილის უწყებამ დუმილი დაარღვია
საშიში დუმილი იძულებითმა და მოჩვენებითმა განცხადებამ დღის ბოლოს დაარღვია. მედიის კითხვებისა და ოპოზიციის უმძიმესი ბრალდებების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც იქნა წერილობითი განცხადება გაავრცელა.
დარჩიაშვილის უწყებამ აფხაზეთში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი და ბიჭვინთის მიწების მიტაცების მცდელობა დაგმო. არადა მთელი დღე "ქართული ოცნება" ამტკიცებდა, რომ განცხადების გავრცელების საჭიროება არ არსებობდა და უმჯობესი იქნებოდა თუ საერთოდ არაფერს იტყოდნენ.
საქმე კი ბიჭვინთის ცნობილ აგარაკებს ეხება, რომელიც პუტინს საჩუქრად უნდა მიართვან. რუსეთის სათათბიროს დელეგაციაშია ვიაჩესლავ ვოლოდიც, რომელიც ამჟამად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება. თუმცა, არც ეს ფაქტი გახდა რეაგირების მიზეზი და არც ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა. მაშინ, როდესაც უნიკალური ტერიტორიის მიტაცებას აფხაზები თვეებია აპროტესტებენ, თბილისი დუმს.
დეტალები იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.