პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეწირული თანამშრომლები - რეპრესიები საგარეო საქმეთა სამინისტროში

02.12.22 20:37
პოლიტიკურ ანგარიშსწორებას შეწირული თანამშრომლები - რეპრესიები საგარეო საქმეთა სამინისტროში

რეპრესიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ტალღა საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებიდან გაათავისუფლეს ზურა გირჩი ჯაფარიძის ცოლი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიანი თანამშრომელი იყო.  

ნატა ქორიძეს მოულოდენლად გამოუცხადეს, რომ მისი პოსტი რეორგანიზაციას შეეწირა. ოპოზიციონერი ჯაფარიძე კი დარწმუნებულია, რომ ოჯახის წევრი სამსახურიდან  მისი პოლიტიკურ აქტივობის გამო გამოუშვეს, მითუმეტეს, რომ მსგავსი ფაქტი ჯაფარიძის შემთხვევაში პირველად არ ხდება. 

საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაუშვეს მალხაზ მიქელაძეც. კიდევ ერთი კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომელი. არსებობს ინფორმაცია, რომ ისიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

მიქელაძე საგარეო უწყების ის თანამშრომელია, რომელიც კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურამ  სასამართლოში მოწმედ მიიყვანა, მაგრამ მას ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

დეტალები იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები