"არ დავუშვებთ სააკაშვილის სიკვდილს პუტინის საამებლად" - დღეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

03.12.22 11:14
"არ დავუშვებთ სააკაშვილის სიკვდილს პუტინის საამებლად" - დღეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან გვერდი-გვერდ დადგებიან. 

როსტომ მეფის სასახლესთან „ნაცმოძრაობის“ ორი დაპირისპირებული ბანაკი ორი სხვადასხვა მარშრუტით მივა, მათი გზები კი სახელისუფლებო პარტიის ოფისთან გადაიკვეთება. 

ზუსტად 3 საათზე ორად გაყოფილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ისევ გაერთიანდება.  

აქცია სააკაშვილის მხარდასაჭერად დღის პირველ ნახევარში იწყება.  შეკრებას უერთდებიან პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიიდან, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და  მედიკოსებიც. 

ექიმები  კოლმეურნეობის მოედანზე შეიკრიბებიან და „ქართული ოცნების“ ოფისისკენ ფეხით დაიძრებიან.

პარტიის წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის ჰუმანიტარული აქცია და სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება.

ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის ჰუმანიტარული აქცია და ჩვენ გინდა დავანახოთ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საზოგადოებას, რომ არ დავუშვებთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს პუტინის საამებლად. პარტია და საზოგადოება უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი სცენარისთვის, იმიტომ, რომ ივანიშვილის სასამრთლოსა და პროკურატორისგან არ შეიძლება გქონდეს მხოლოდ დადებითი მოლოდინი“, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
 

მსგავსი სიახლეები