ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრატისლავაში "ალდეს" პოლიტსაბჭოს ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ბრატისლავაში ალდეს პოლიტსაბჭოს ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.
ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია შეხვდნენ ALDE-ს პრეზიდენტს ევროპარლამენტარ ილჰან კიუჩუკს.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯები, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულების აუცილებლობა და ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზე.
"ალდეს" პრეზიდენტთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იგი აგრეთვე საგარეო კომიტეტის წევრია და უშუალოდ არის ჩართული ყველა იმ პოზიციის შემუშავებაში რაც საქართველოს და ჩვენს რეგიონს ეხება. მას ძალიან კარგად ესმის რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება. ალდე მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას თუმცა, ალდეს ყველა ლიდერს ნათლად ესმის რომ ამისათვის აუცილებელია იმ დანაპირების განხორციელება რა ვალდებულებებიც აღებული აქვს საქართველოს. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებისა და რეფორმების გატარების გარეშე საქართველო ვერ მოიპოვებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს." - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
მაღალი დონის შეხვედრები დღის განმავლობაში გრძელდება.