სააკაშვილის გადარჩენა პარტიულ და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას - მუმლაძე

03.12.22 15:15
სააკაშვილის გადარჩენა პარტიულ და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას - მუმლაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილთან ერთად მიუძღვის აქციას კოლმეურნეობის მოედნიდან. 

მუმლაძემ „პირველებთან“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და დახსნა პარტიულ და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას.

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა და დახსნა პუტინის ტყვეობიდან არის ეროვნული ღირსების საკითხი. შესაბამისად ყველანაირ პარტიულ და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას. ამიტომაც ჩვენ ყველანი ვიდგებით ერთად, სადაც იქნება მიხეილ სააკაშვილის გატავისუფლების თემა“. - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. 

 

მსგავსი სიახლეები