ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - მელია

03.12.22 15:19
ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - მელია

სააკაშვილის გადასარჩენად გამართულ აქციაზე ნიკა მელია ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილს ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი და ახლა თითოეულმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რისთვის არის მზად, რომ მესამე პრეზიდენტი გადააარჩინოს.

ახლა უკვე დაიდო დასკვნები, ექსპერტთა ჯგუფების მიერ, რომელიც საუბრობს, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის და ახლა. სააკაშვილი არის უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობის ქვეშ და უარესდება ყოველ დღე მისი ჯანმრთელობა. ცხადზე და ცხადია, თუ რას განიცდის ის.
მე იმედი მაქვს ყველა ამ უმძიმეს რეალობას თვალს გაუსწორებს.
ან ვეგუებით სიკვდილს, სასიკვდილო განაჩენს, ან არ ვეგუებოთ. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს რა ხარისხის აქტივობისთვის არის მზად“. - განაცხადა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა. 

მსგავსი სიახლეები