არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ პლატფორმას, სააკაშვილის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ - დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად გამართულ აქციაზე იმყოფება.
ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ საჭიროა ერთად დგომა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმისა, რადგან მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ახლა იმ კონდინციაში, რა კონდინციაც წარმოუდგენლად მძიმეა. მათ შორის წარმოუდგენლად მძიმეა იმ საზოგადოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომაც, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ყველა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ, უნდა გავერთიანდეთ“. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა.