აქციაზე ვდგავარ არა დაპირისპირებულ, არამედ განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელებთან ერთად - მელია

03.12.22 16:15
აქციაზე ვდგავარ არა დაპირისპირებულ, არამედ განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელებთან ერთად - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თანაგუნდელებთან დაპირისპირებას ისევ უარყოფს და ამბობს, რომ აქციაზე არა დაპირისპირებულ თანაგუნდელებთან, არამედ განსხვავებულ პოზიციაზე მდგომ თანაპარტიელებთან ერთად იმყოფება. 

მელია ასევე საუბრობს სააკაშვილის გაუარესებულ მდგომარეობაზე და ამბობს, რომ თუ მოსამართლე მესამე პრეზიდენტს თბილისში, ოთხ კედელში გამოკეტავს, ეს სააკაშვილისთვის სიკვდილით მისჯა იქნება.

ორ მკვეთრად განსხვავებულ პოზიციაზე მყოფები ვართ, დაპირისპირება არ მგონია იყოს მართებული შეფასება. გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით.რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ის ბოლო დღეებში ძალიან დამძიმდა და ვერასოდეს ვერ დაექვემდებარება მისი მკურნალობა გამოჯანმრთელებას. ამიტომაც, თუ მოსამართლე ზურგს შეაქცევს მის მდგომარეობას და იტყვის, რომ არა, მაინც უნდა მყავდეს აქ თბილისში გამოკეტილი ოთხს კედელში, ბუნებრივია, ეს არის სიკვდილით მისჯა. 

მსგავსი სიახლეები