სააკაშვილის სიკვდილს არ შევეგუებით - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი მოითხოვს, რომ სასამართლო პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი იყოს.
ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, ჩვენ უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს ქვეყნის გარეთ და "ოცნებას" ქვეყნის შიგნით, რომ სააკაშვილის სიკვდილს არ შევეგუებით.
აქ იყო ერთადერთი მოთხოვნა, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო და ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ დეპუტატები არ ერეოდნენ სასამართლო გადაწყვეტილებაში. ასევე მნიშნელოვანია, რომ იცოდნენ ჩვენმა პარტნიორებმა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით „ოცნებამ“, რომ ჩვენ სააკაშვილის სიკვდილს არ შევეგუებით“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მმართველი პარტიის ოფისთან აქცია უკვე დასრულდა. პარტიის ლიდერებმა, ორივე ფლანგმა ერთობა დააანონსეს და თქვეს, რომ კიედვ ერთხელ შეიკრიბებიან.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო.