ხელისუფლება ერთადერთ შემთხვევაში წავა დათმობაზე, თუ ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ერთობა - ზურაბ ჯაფარიძე
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა ამბობს, რომ ახლა აუცილებელია ერთობა, რათა ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.
არ მჯერა, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციაში დათმობაზე წამსვლელი არის. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა დათმობაზე, იგივე სააკაშვილთან მიმართებაში, თუ აქეთ, ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ერთობა, ანგარიშგასაწევი ძალა, რაც მათ აიძლებს, რომ რაღაც დათმობებზე წავიდნენ“. - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
მმართველი პარტიის ოფისთან აქცია უკვე დასრულდა. პარტიის ლიდერებმა, ორივე ფლანგმა ერთობა დააანონსეს და თქვეს, რომ კიედვ ერთხელ შეიკრიბებიან.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო.