საქართველოს არ ჰყავს მოსაკლავი პრეზიდენტები - მანჯგალაძე

03.12.22 17:31
საქართველოს არ ჰყავს მოსაკლავი პრეზიდენტები - მანჯგალაძე

მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად გამართულ აქციაზე  "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პაატა მანჯგალაძეც იმყოფებოდა.

მანჯგალაძის თქმით, საქართველოს არ ჰყავს მოსაკლავი პრეზიდენტები.

„ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ მიეწოდება სერვისი და ვინმემ ასე გადაწყვიტა საკუთარი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანი არ მოვკლათ. საქართველოს არ ჰყავს მოსაკლავი პრეზიდენტები“.- თქვა პაატა მანჯგალაძემ.

მმართველი პარტიის ოფისთან აქცია უკვე დასრულდა. პარტიის ლიდერებმა, ორივე ფლანგმა ერთობა დააანონსეს და თქვეს, რომ კიედვ ერთხელ შეიკრიბებიან.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო. 

მსგავსი სიახლეები