ექსკლუზივი: ვინ და სად მოწამლა პრეზიდენტი - მოპოვებულია ექსპერტიზის ამერიკული დასკვნა
"მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და თუ სასწრაფოდ არ მოხდა მისი დეტოქსი, დადგება სიკვდილი!" - "ნოდარ მელაძის შაბათმა" მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზის ამერიკული დასკვნა ექსკლუზიურად მოიპოვა.
7 გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც ხელს ამერიკის ტოქსიკოლოგთა ასოციაციის წევრი, ტოქსიკოლოგი 50 წლიანი სტაჟით, დეივიდ სმიტი აწერს, უმძიმესია.
ტესტირებამ გამოავლინა მძიმე მეტალების და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლის წყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილების ნიმუშებში, უნდა აღინიშნოს, რომ მ.ს.-ის სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი გარდაუვალია, საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი დაუყოვნებლივ გადაყვანის, სათანადო სამედიცინო მკურნალობისა და დეტოქსიკაციის გარეშე" - ვკითხულობთ დასკვნაში.
ირკვევა, რომ პრეზიდენტის ორგანიზმში ოთხი სხვადსხვა მეტალია აღმოჩენილი - მათ შორის არის ბისმუტი - 109%, ვერცხლის წყალი - 43%, ბარიუმი - 19 %. სააკაშვილის ორგანიზმში იპოვეს დარიშხანიც.
ამ მძიმე ლითონის აგენტებიდან ბევრი, მათ შორის (და არა მხოლოდ), ვერცხლის წყალი და სხვა აგენტები, როგორიცაა დარიშხანი, არ არის სამედიცინო დანიშნულების და ისინი ხელს უწყობენ მ.ს.-ის ჯანმრთელობის სწრაფ დაქვეითებას. სამედიცინო რწმუნების გონივრული ხარისხით და თმისა და ფრჩხილების ზრდის საშუალო ტემპზე დაკვირვებით, ჩემი, როგორც ექსპერტის, აზრია, რომ ამ ტოქსიკური აგენტების არსებობას მ.ს.-ის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მივყავართ დასკვნამდე, რომლის მიხედვითაც ეს აგენტები მ.ს-ის პატიმრობის შემდეგ აღმოუჩნდა"- წერია დოკუმენტში.
საიდან აღმოჩნდა მძიმე მეტალები და დარიშხანი სააკაშვილის ორგანიზმში? - ამერიკელი ექსპერტი ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ მკურნალობის დრო სააკშვილის ორგანიზმში საშიში პრეპარატები ვერ მოხვდებოდა.
ჩემი, როგორც ექსპერტის, აზრით და ზემოთ მოყვანილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, შეუძლებელია ამ აგენტებიდან ბევრი მათგანი მ.ს-ის ორგანიზმში წარმოადგენდეს სამედიცინო მკურნალობის შედეგს. ჩემი, როგორც ექსპერტის აზრით, სამედიცინო რწმუნების გონივრული ხარისხის ფარგლებში, მ.ს.-ის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი წარმოადგენს მ.ს.-ის მძიმე მეტალით მოწამვლის შედეგს" - აღნიშნავს ექსპერტი დასკვნაში.
დევიდ სმიტი დოკუმენტში წერს, რომ დადგენილია პოლიფარმაცია ანუ მედიკამენტების ჭარბი და არამიზნობრივი გამოყენება, რომელმაც პრეზიდენტის ტვინის დისფუნქცია გამოიწვია.
პოლიფარმაციამ, რომელიც გამოწვეულია ზემოთ ჩამოთვლილი 14 წამლის გამოწერის შედეგად, გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის თეთრი ნივთიერების შემცირება პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც აკონტროლებს თავის ტვინში აღმასრულებელ ფუნქციას და ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დეტოქსიკაცია ტვინის სათანადო აღდგენისთვის"- წერია "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.
კრუნჩხვითი აშლილობა და ტვინის დიფუნქცია მიხეილ სააკაშვილის დაავადებათა ჩამონათვალშია. ამერიკელი ექსპერტი პირდაპირ წერს, რომ ეს ყველაფერი მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
დევიდ სმიტი სააკშვილის გადარჩენის გზას საზღვარგარეთ, მრავალპროფილურ კლინიკაში. დეტოქსიკაციაში ხედვას. სხვა შემთხვევაში ტოქსიკოლოგი აანონსებს, რომ პრეზიდენტი მოკვდება.
კერძოდ, მე აღვნიშნე ტვინის დისფუნქცია, მათ შორის კრუნჩხვითი აშლილობა ეპილეფსიის ანამნეზის გარეშე და თეთრი ნივთიერების შემცირება პრეფრონტალურ ქერქში, რომლებიც ერთობლივად წარმოადგენს ქრონიკული აშლილობის ყველა სიმპტომს, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოაქტიური ნივთიერების ბოროტად გამოყენებასა და მძიმე მეტალით მოწამვლასთან"- წერია დასკვნაში.
ვრცლად: მარაიმ გაფრინდაშვილის რეპორტაჟში