უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - უმძიმესი ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან
უმძიმესი ინფორმაცია ფრონტის ხაზიდან - უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხუთივე მათგანი ბახმუტთან, რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშის შემდეგ ტყვედ აიყვანეს და მოკლეს. დაღუპულთა შორის არიან უკრაინელი სამხედროებიც.
"ტვ პირველისთვის" გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია, თუმცა რადგან ოჯახი მომხდარის შესახებ ინფორმირებული არ არის, მათ ვინაობას არ ვასახელებთ.