რა კავშირი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს ჩინელ კრიმინალებთან - ხმაურიანი გამოძიება

03.12.22 19:45
რა კავშირი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს ჩინელ კრიმინალებთან - ხმაურიანი გამოძიება

"ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება - რატომ უკვეთავს საქართველოს მთავრობა ყველაზე ძვირადღირებული გზების მშენებლობას ჩინურ კომპანიებს?

ირკვევა, რომ საქართველოდან ჩინურ კომპანიებს გზებისა და გვირაბების მშენებლობისთვის 4 მილიარდი ლარის კონტრაქტი აქვთ მიღებული, ეს მაშინ, როცა არღვევენ შრომით უფლებებს,  პროექტების ჩაბარების ვადებს,  გარემოს დაცვის სტანდარტებს, თუმცა მთავრობა ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს. 

არის თუ არა ჩინური სამშენებლო ბიზნესის ერთ ერთი ლობისტი თავად პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი?! 

ცნობილია რომ პრემიერისთვის  ჩინური სახელმწიფო კომპანიები უცხო არ არის. საქართველოს მთავრობის მეთაური -  2015 წელს პოსტიდან წასვლის შემდეგ, ვიდრე მთავრობაში მეორედ დაბრუნებოდა, ჩინური სახელმწიფო კომპანია "სი ი ეფ სი"-ის სამეთვალყურეო საბჭოს მაღალანაზღაურებადი მრჩეველი იყო. ჩინური კომპანია "სი ი ეფ სი", სადაც ღარიბაშვილმა იმუშავა, კრიმინალურ სკანდალებში, მისი იქ მუშაობისასაც არაერთხელ გაეხვა. 2017 წელს ნიუ-იორკში დააპატიმრეს CEFC-თან დაკავშირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პატრიკ ჰო, ის ჩინური სახელმწიფო კომპანიების სასრგებლოდ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რამდენიმე ქვეყნის ლიდერის მოსყიდვას ცდილობდა.

მოქმედებს თუ არა საქართველოში იგივე სქემა, როდესაც ჩინური კომპანიები, საქართველოს მთავრობისგან მილიარდების მიღების სანაცვლოდ, დიდ ქრთამს იხდიან? 

ჩინური მონოპოლია საქართველოში ქართული ოცნების მმართველობისას დაიწყო. ჩინეთის სახელმწიფო კომპანია, ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია, ჩინეთის რკინიგზის გვირაბების ჯგუფი, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო, სინოჰიდრო და კიდევ რამდენიმე ფირმა, მათ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის გზებისა და გვირაბების მშენებლობა დაუკვეთა. 

ღარიბაშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ საქართველო ჩინეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ ყველაფერის უკან შესაძლოა პრემიერის პირადი ინტერესი იდგეს.

  • ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ და ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციამ, რომელიც 2018 წლიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთს აშენებს, 901 მილიონი ლარი მიიღო.
  • 751 მილიონი ლარი, დამატებით გადაეცა, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს, რომელსაც ამ დრომდე რამდენიმე გვირაბი აქვს გათხრილი, მათვე აქვთ მოგებული 113 მილიონი ლარი, სამტრედია-გრიგოლეთის ერთ-ერთი მონაკვეთის ასაშენებლად.
  • 2022 წელს, ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციამ, დამატებით  313 მილიონი ლარი მიიღო,  კახეთის ავტობანის ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის დასასრულებლად.
  • 909 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასა და ჩინეთის გვირაბების ჯგუფთან 2019 წელს,  ქვეშეთი- კობის 9 კილომეტრიან გვირაბის მშენებლობისთვის.
  • 2019 წელსვე, 316 მილიონი მისცა ლარი მთავრობამ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზების მშენებლობისთვის.

ირკვევა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა, ჩინეთზე სულ უფრო და უფრო მიბმული ხდება, ჩინური ბანკებიდან სულ უფრო მეტ ვალს, იღებენ.

  • 2022 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მილიონ ევროიან დახმარებაზე უარი თქვა, იმიტომ რომ ევროკავშირი, იაფი ფულის სანაცვლოდ, საქართველოსგან დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდა, სანაცვლოდ კი პრემიერმა ორჯერ უფრო ძვირად, სესხი ხალხის სახელით ჩინური ბანკიდან აიღო.

მეტიც, 2017- 2021 წლებში -  ჩინური სესხების ოდენობა 13-ჯერ გაიზარდა და აზიის განვითარების ბანკი, საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორი გახდა.

ღარიბაშვილის საეჭვო ხლართები კრიმინალში მხილებულ ჩინელებთან - ვრცხალდ ნახეთ მაკა ჩიხლაძის ხმაურიან რეპორტაჟში