"არ მოვითხოვთ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას? გუშინ იყო ზვიადი და ხვალ იქნება მიშა” - გიორგი კაპანაძე
“გახსოვთ რა დავმართეთ გამსახურდიას? მდგომარეობა ახლაც ძალიან მძიმეა… არ მოვითხოვთ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას? გუშინ იყო ზვიადი და ხვალ იქნება მიშა” - ასე მიმართა გიორგი კაპანაძემ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრ აქციაზე.
“ეს არ არის პოლიტიკური გზავნილების მატარებელი აქცია. ეს არის ჰუმანიტარული აქცია, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ქართული ოცნების ოფისთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც დღეს პოლიტიკოსები, ექიმები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
გახსოვთ რა დავმართეთ გამსახურდიას? მდგომარეობა ახლაც ძალიან მძიმეა… არ მოვითხოვთ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას? გუშინ იყო ზვიადი და ხვალ იქნება მიშა...
არის საჭირო მოქმედება? ვიმოქმედოთ. არის საჭირო აქციის ორგანიზება? დავაორგანიზოთ. გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე” - განაცხადა გიორგი კაპამაძემ, რომელმაც სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისაკენ მოუწოდა.
“გამოიტანეთ გადაწყვეტილება, კანონიდან და სამართლიანობიდან გამომდინარე, რათა მიეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს, გადარჩეს” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მისი თქმით, თუ ტრაგედია მოხდება, პირადად იქნება პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი.
“მიიღე გადაწყვეტილება რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკურნალობა გააგრძელოს სხვა ქვეყანაში, რადგან ტრაგედია რომ დატრიალდეს, ისტორიული შეცდომა რომ განმეორდეს, პირადად და პერსონალურად იქნები პასუხისმგებელი” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ბიძინა ივანიშვილის მისამართით, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.