როგორ მდიდრდება ივანიშვილის ბანკი "ქართუ" წართმეული ქონებების ხაჯზე?
როგორ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკი" ქონების მისაკუთრების რეიტინგში ყველაზე ყველაზე სწრაფი ზრდის მქონე ბანკი?
"შაბათის ეთერი" თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ სესხის გადაუხდელობის გამო ბანკების მიერ ჩამორთმეული ქონების ოდენობა წინა წლებთან შედარებით კოლოსალურად გაიზრდა.
ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ მხოლოდ სამ თვეში "ქართუმ" 22 000 000 ლარის ქონება ხალხს ჩამოართვა და გადაიფორმა. უფრო კონკრეტულად 2021 წელს ეს თანხა თუ 6 000 000 ლარი იყო, 2022 წელს 22 389 000 ლარი შეადგინა.
ქაღალდის ფაბრიკა, სპირტის საწარმო, ვაშლის ბაღები, სახლი ზღვის პირას - ეს იმ ქონებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ივანიშვილის ბანკის საკუთრებაშია.
სქემა ასეთია, "ქართუ ბანკმა" ბიზნესმენებს დამტკიცებული სესხები აღარ მისცა, ბიზნესი გაკოტრდა და შემდეგ, მთელი ქონება სადგომების ფასად იყიდა.
სახლი ზღვის პირას, "ქართუმ" 10$-ად ჩაიგდო ხელში და 8 -ჯერ უფრო ძვირად გადაყედა.
ქონების დასაკუთრების ზრდის მაჩვენებლით, "ქართუ ბანკი" პირველ ადგილზეა ვრცლად, - ნახეთ