სამი ქართველი ამ დრომდე ოკუპანტების ალყაშია - ბოლო ცნობები ბახმუტთან
უახლესი ცნობები ბახმუტთან, სადაც რუსულ აგრესიას 5 ქართველი მებრძოლი შეეწირა - სამი ქართველი ამ დრომდე ოკუპანტების ალყაშია.
ინფორმაცია "პირველებს" რომეო ფარულავამ მიაწოდა. მისი თქმით, ისინი ალყაში მოქცეული მებრძოლების გადარჩენის ოპერაციაში იმ წამსვე ჩაერთვებიან, როგორც კი შესაბამისი ბრძანება იქნება.
უკრაინაში პუტინის ომს კიდევ 5 ქართველი მებრძოლი - ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.