ღარიბაშვილი PSP-ს წინააღმდეგ - მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა თუ შურისძიება ბიზნესმენზე
საქართველოს პრემირი PSP-ს წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური განცხადების "თურქულ მედიკამენტებზე მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ", სააფთიაქო ქსელებზე ფორსირებული შეტევა არ ცხრება.
სატელევიზიო ეთერში, კონკრეტული ადამიანები გამოჩნდნენ, ვინც ამტკიცებს, რომ PSP-ს ქსელში, მათ "თურქული იაფფასიანი წამლების ნაცვლად, ძვირადღირებულ მედიკამენტებს სთავაზობენ და ეუბნებიან რომ თურქული უხარისხოა".
სააფთიაქო ქსელებს შეჰყავთ შეცდომაში ხალხი, თუ პრემიერმა გადაწყვიტა, შურისძიება ბიზნესმენ კახა ოქრიაშვილის კომპანიაზე, რომლიც კრიტიკული განცხადებით მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე ხშირად ღიად ლაპარაკობს.
ირკვევა, რომ ნინო ბაღაშვილი, ვინც PSP-ს სხვა ეთერით ადანაშაულებდა, "ქართლი ოცნების" აქტივისტი და საარჩევნო კომისიის წევრია. ის დიდუბის რაიონის გამგეობის, საზოგადოებრივი საბჭოში მუშაობს.
"შაბათის ეთერი" დაუკავშირდა ოთხივე მოქალაქეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის საეჭვო განცხადების შემდეგ, PSP-ს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას სდებდა ბრალად. თამარ ჩხეიძემ,რომელიც პრემიერის განცხადების შემდეგ ამტკიცებდა, რომ ისიც დაზარალებულია" ტვ პირველის" ჟურნალისტ გალანძღა, მისი ვაჟი კი რეპორტიორს დაემუქრა.
ნანი ვადაჭკორია 76 წლის პენსიონერია, ის პრემიერის განცხადების დღეს სამთავრობო არხებზე ამტკცებდა, რომ სწორედ პსპ აფითაქში უთხრეს, თურქული მედიკამენტების უხარისხობის ამბავი. ნანი ვადაჭკორია მეზობლებს თბილისის მერის კახი კალაძის მხარდამჭერი კლიპიდან დაამახსოვრდათ, თუმცა ქალბატონ ნანის ქართული ოცნების ნანის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ლაპარაკი აღარ სურს.
ყოფილი ინდ. მეწარმე, ასმათ მანუკიანიც ამტკიცებს, რომ პე ეს პეს აფთიაქში, თურქულ წამალზე უთხრეს, რომ უხარისხოა. როორ აღმოჩნდა ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ ტელე გმირად? ქალი არ მალავს, რომ აფთიაქის ამბავი არავისთვის უქვამს და მისთვისაც მოულოდნელობად, ფარული ნომრად დაურეკეს ეზოში გამოსვლა სთხოვეს რომ კამერების წინ ესაუბრა პრეტენზიებზე, რომელიც მას ჰქონდა.
ვრცლად, ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟში.