"იმედგაცრუებულები ვართ" - ამერიკელი სენატორების კრიტიკული გზავნილები "ოცნებას"
საქართველოს ხელისუფლების მისამართით ვაშინგტონის კრიტიკა არ წყდება. ამერიკელი სენატორები "ქართული ოცნებით" იმედგაცრუებულები არიან. ამის შესახებ მათ "ამერიკის ხმასთან" ისაუბრეს.
გავლენიანი სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს, თავისუფალი ხალხი, თავისუფალი მედია და სიტყვის თავისუფლება.
იმედგაცრუებული ვარ. თქვენ მკითხეთ, რა უნდა გააკეთონ? ნახეთ: ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება, თუ მათ სურთ გახდნენ ევროპული ქვეყნის ჯგუფის წევრები, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესისი თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლებაა. რაც მთავარია და რაც ქვეყანას სჭირდება, არის დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა და ჩემი აზრით, თუ ქვეყნებს არ აქვთ პროგრესი, მაშინ გარკვეული პირობები უნდა ჰქონდეთ. როგორც ჯინმა თქვა და როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ჩვენ ურთერთობებს სხვადასხვა ქვეყნებთან და ვმსჯელობთ, როგორ ვითარდებიან ისინი. ამიტომ დიახ, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ მიმართულებით, მათ ყველაფერს საუკეთესოსო ვუსურვებ, ამგრამ რაღაცეების სხვანაირად გაკეთება მოუწევთ, - თქვა ჯიმ რიშმა.
უფრო კრიტიკული იყო ჯინ შაჰინი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ქვეყსნი ევროინტეგრაცია საქართელოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის და სახეზეა უკუსვლა.
ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები იმისთვის, რომ მათ ამაში ხელი შევუწყოთ და მთავრობამ გააცნობიეროს, რომ უკუსვლა, რომელიც მიმდინარეობს, არ არის პროდუქტიული და ის ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს მისვლა, - თქვა შაჰინმა.
სენატორი შაჰინი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილთან მიმართებაში სანქციებზე არ უფიქრია, თუმცა ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ ლიდერს, როგორიც უკრაინას ჰყავს.
სანქციებზე საუბრისას გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებსაც ვაფასებთ. ბატონი ივანიშვილის შემთხვეავში სანქციებზე ამ კუთით არ შემიხედავს, ასე რომ, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ ფუნდამენტური საკითხი არის ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც მათ ქვეყანას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანენ. პრეზიდენტ ზელენსკის მაგალითი რომ ავიღოთ, მას ეს საშინელი ომი ხვდა წილად. ის დარჩა უკრაინაში და იბრძვის უკრაინელი ხალხისთვის. ასე რომ, ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ იმედი მაქვს, შეძლებთ გყავდეთ მსგავის ლიდერები, რომლებიც გაგრძნობინებენ, რომ დაგიცავენ რუსეთისგან, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, - ამბობს შაჰინი.
სენატორების კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ გამოხმაურებია.