მდგომარეობა საგანგაშო და სასწრაფოა, ობიექტური გადაწყვეტილების იმედი მაქვს - გიული ალასანია სააკაშვილზე

04.12.22 11:57
მდგომარეობა საგანგაშო და სასწრაფოა, ობიექტური გადაწყვეტილების იმედი მაქვს - გიული ალასანია სააკაშვილზე

გიული ალასანიას სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აქვს. საუბარია შუამდგომლობაზე, რომელიც დაცვის მხარემ  დააყენა და რომელიც მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლებას ან მისთვის სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს.

ამასთან, ექსპრეზიდენტის დედა სააკაშილის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული. 

ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს. იმ დიაგნოზებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მე ვფიქრობ, რომ მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება. სიცხე ჰქონდა 38 და წნევაც ჰქონდა ეს დღეები, მაგრამ ეს ყველაფერი იცით... წონასწორობას ვერ იცავს და გაუჭირდა ადგომა ეს დღეები, მაქვს ინფორმაცია, რომ დაეცა კიდეც, იმიტომ, რომ დალურჯებული ჰქონდა. ვერ ჭამს. მდგომარეობა არის საგანგაშო და სასწრაფო, თანაც გვაქვს ინფრომაცია, რომ საქარველოში არ არის სი პირობები, რომ ეს დეტოქსიკაცია მოხდეს და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, - თქვა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები