მძიმე მეტალების სისხლის ანალიზით აღმოჩენა უშედეგოა, საგამოძიებო სამსახურმა შეცდომა დაუშვა - ხაჭაპურიძე

04.12.22 12:10
მძიმე მეტალების სისხლის ანალიზით აღმოჩენა უშედეგოა, საგამოძიებო სამსახურმა შეცდომა დაუშვა - ხაჭაპურიძე

სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ის ნიმნუში, რომელიც 2 დღის წინ საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მესამე პრეზიდენტს აუღო, შედეგს არ გამოიღებს. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენა სისხლის ანალიზით არ ხდება.

გაეროს პროტოკოლებით და ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებით, სისხლის ანალიზით მძიმე მეტალების ორგანიზმში აღმოჩენა ვერ ხდება. ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერი ტოქსიკოლოგს. საგამოძიებო სამსახურმა თავიდან იგივე შეცდომა  გაიმეორა, რაც თავის დროზე დაშვებული იქნა ექიმების მიერ ანუ ანალიზის ისევ სისხლით იქნა აღებული, რაც, რა თქმა უნდა, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, იმიტომ, რომ ელემენტარულად, გაცნობა უნდა იმ ლიტერატურას, რომელიც გასნაზღვრავს როგორ უნდა იქნეს მძიმე მეტალები აღმოჩენილი ორგანიზმში, ამიტომ ის, რაც გააკეთა გუშინწინ საგამოძიებო სამსახურმა არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. ეს კაცი არის უკვე 78 კგ, რაც წრამოუდგენელია სიმაღლესთან მიმართებაში მისი წონა. ეს უკვე მიუთითებს კახექსიაზე, ურთულეს დიაგნოზზე, - თქვა ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები