"ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნოს - ბაჩო დოლიძე
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამერიკელი სენატორების მწვავე გზავნილებს სანქციებიც მოჰყვება. ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის კრიტიკული განცხადებების შემდეგ, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ახლა ბოლო შანსი დარჩა.
ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ხელისუფლება სენატორების რჩევებს ყურს არ დაუგდებს, ერთ დღეს ქვეყანა რუსეთის გუბერნიად იქცევა.
ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები მოვისმინეთ სენატორებისგან, როლებიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის ძალიან პრიორიტეტული აშშ-თვის. ჩვენმა პარტნიორებმა ყველამ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზოგადოების მტკიცე სურვილია, რომ ვიყოთ ევროპის და ვიყოთ ცივილური სამყაროს წევრები და სამწუხაროდ, მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ პირობებში , ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაგვაბრუნოს საბჭოთა ორბიტაზე, - ამბობს ბაჩო დოლიძე.