ეს არის დიდი მხარდაჭერის გამოხატულება - ეკა გიგაური ლანდსბერგისის ვიზიტზე

28.04.21 13:20
ეს არის დიდი მხარდაჭერის გამოხატულება - ეკა გიგაური ლანდსბერგისის ვიზიტზე

ლეიტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, არასამთავრობო სექტორს შეხვდა. "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე, ეკა გიგაური, ამბობს, რომ მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. გიგაურის თქმით, შეხვედრა გეოპოლიტიკურ თემებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში  ინტერგრაციის პერპექტივებს ეხებოდა.

ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ ვართ დღეს რთულ ვითარებაში, გვაქვს კრიზისი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს აქვს იმედი, რომ ეს კრიზისი გადაილახება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, აქ ცხადია, უფრო გლობალურ და გეოპოლიტიკურ თემებზე იყო საუბარი და იმაზე, რომ საქართველო არის ევროკავშირისა და ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში -  თქვა ეკა გიგაურმა. 

გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. 

 

 

მსგავსი სიახლეები