ევროპა ჭკუას გვასწავლის, მაგათი ბავშვი ვინ არის? - მეუფე იაკობის სკანდალური ქადაგება და მუქარა ამბიონიდან
ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი დღეს ამბიონიდან თავს ისევ ევროპას დაესხა. ბოდბელი ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთია შესასრულებელი: საჭიროა პლარიზაციის დასრულება.
ჭკუას გვასწავლიან. ახლა მინდა ვიკითხო 12 რეკომენდაციაზე. მოგვცეს საშინაო დავალება. ჯერ მაგათი ბავშვი ვინ არის? ჩვენზე ცივილიზებულები არიან? 12-დან ერთადერთია შესასრულებელი. პოლარიზაციას რომ ვუძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ. მოვთხოვოთ ყველას შერიგება და ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება, ბოლო ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც მოსწონთ ის ხალხი. დღეს რომ შემოსული არ ვარ და მასე მჩაგრავენ, რომ შემოვიდე მესამე ხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? რამდენ სისხლს ღვრის უკრაინაში და მარტო დაგტოვეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული ვყავართ. ღმერთი გვიფარავს და ვერ შემოდის და ვერც შემოვა მეტად რუსეთი, მაგრამ რაც იმათმა გააკეთეს, გადაგვაგდეს რუსი ხახაში და ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებიან. სვირაცა ხელმოცარული არშემდგარი პოლიტიკოსების ახელით გველაპარაკებიან, - თქვა მეუფე იაკობმა.
მაღალი ეირარქიის სასულიერო პირი დღეს თავს ოპოზიციასაც დაესხა და პოლიტიკოსები ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა, დაემუქრა და შურისძიებაც დაუანონსა.
ამასთან, მეუფე იაკობმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ქვეყნის კურსზე გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მმართველი პარტია და ხალხი იღებს, არამედ ამ ქვეყანაში ამ საქმეში ტავად საპატრიარქოც ჩართულია.
ეკლესიაზე შეტევას იწყებენ. აი, ის პოლიტიკოსები, კაი, ტელევიზიებს დავალებას აძლევენ და გამოდიან და ზოგის მანქანები არ მოსწონთ... გამოდიან და თურმე მტავარი ბოროტება საპატრიარქო ყოფილა. რომ არა საპატრიარქო, რომ არა ქართული ეკლესია, დღეს ჩვენი ქვეყანა ასე იქნებოდა?მართლა რუსეთისკენ რომ იყვნენ ხომ გუბერნია ვიქნებოდით? პირადად მე რომ მოვინდომო, იმ პარტიებს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს რა დღეში ჩავაყენებ... შეეშვით ეკლესიასთან მასეთ საუბარს. გეუბნებით, არ დაგითმობთ, იმიტომ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდიხართ. მერე როგორ გაუძლებთ? თუ დაიწყებთ რაღაცას, ჩვენ შეგვიძლია თქვენი სახე წარმოვაჩინოთ მთლიანად. კი არ გემუქრებით, უბრალოდ, იცოდეთ, ვისთან გაქვთ საქმე, - თქვა მეუფე იაკობმა.