სააკაშვილს კახექსია, აზროვნების კარგვა და წონაში სწრაფი კლება აღენიშნება - რა თქვა ომბუდსმენის კონსილიუმმა

04.12.22 20:25
სააკაშვილს კახექსია, აზროვნების კარგვა და წონაში სწრაფი კლება აღენიშნება  - რა თქვა ომბუდსმენის კონსილიუმმა

საგანგაშო ცნობები "ვივა-მედის" პალატიდან: თუ მიხეილ სააკაშვილის წონის კლება აღნიშნული ტემპით გაგრძელდა, ლეტალური შედეგი გარდაუვალია. სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები დღეს მესამე პრეზიდენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ.

4-მა  სხვადასხვა პროფილის ექიმმა თქვა, რომ "ვივა-მედში" მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. მედიკოსებით თქმით, სააკაშვილს კახექსია, აზროვნების კარგვა და  წონაში სწრაფი კლება აღენიშნება. 

უფრო ვრცლად რა თქვა ომბუდსმენის კონსილიუმმა ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.