ევროპელი ლიდერები: სააკაშვილი უნდა გადარჩეს

05.12.22 11:21
ევროპელი ლიდერები: სააკაშვილი უნდა გადარჩეს

სააკაშვილის სიცოცხლესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა დღეს პრეზიდენტს მოუწევს. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე საათში ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდება.

პოლონეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნას მოითხოვდა და მზად იყო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წასაყვანად სპეციალური რეისი გამოეგზავნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი დარწმუნებულია, რომ პოლონეთის მთავრობა სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის საკითხზეც დაელაპარაკება. გელბახიანი მოუწოდებს პრეზიდენტს, გამოიყენოს შეწყალების ექსკლუზიური უფლება და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინოს. 

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქიური სახელმწიფო, ვინც სააკაშვილის გათვაისუფლებას ითხოვს, არის პოლონეთი. რაც ჩამოვიდა საქართველოში, მას შემდეგ ითხოვს. პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა ამ ამბის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენჯერმე ჩამოვიდა, ქართული დელეგაციები რომ ჩადიან ევროპის სხვადასხვა სივრცეში, პოლონელები ხვდებიან პირველები და ეუბნებიან, გადაწყვიტეთ, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხია...ახლაც ქალბატონი სალომე რომ ცადის არა მარტო თავის ოლეგასთან ექნება იგივე თემაზე საუბარი, არამედ პოლონეთის ხელისუფლებასთანაც. რადგან თქვა მან, რომ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხეში არ გარდაიცვალოს, ეს უკვე მისი პრეროგატივაა. მას აქვს ეს ექსკლუზიური უფლება, რომ შეიწყალოს სააკაშვილი. არაფერი ხელს არ უშლის, შეიწყალოს, ნუ უყურებს იმას, ის საქმეები როდის დამთავრდება, - ამბობს გელბახიანი. 

პოლონეთის გარდა განგაშის სიგნალი ჩართო მაია სანდუმაც. მოლდოვის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესებით შეშფოთებულია.  

მსგავსი სიახლეები