როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები ენმ-ში - პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

05.12.22 11:45
როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები ენმ-ში - პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტსაბჭოს სხდომა ჩანიშნა. სწორედ 11  დემეკერს იტყვიან, როდის ჩატარდება ოპოზიციური პარტიის თავმდჯომარეობის არჩევნები და რა ფორმით ჩატარდება ის.

ხაბეიშვილის ფლანგი პრიცესების დაჩქარებას ითხოვდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ბაჩო დოლიძის განმარტებით, ნიკა მელია უკრაინაშია და ვიდრე ის საქართველოში არ დაბრუნდება, პროცესი ვერ წარიმართება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რამდენიმე დღე მორიგ ახალ ბრიფინგს არ წარმოშობს და პრინციპში, ჩვენი მეგობრებისგან მოვისმინე უკვე მზაობა, რომ 11 ში ჩატარდება ანუ ეთანხმებიან იმ თარიღს, რომელიც დაასახელა პოლიტსაბწოს თავმჯდომარემ, რომელიც უკრაინაში იმყოფება და ჩამოსვლისთვის სჭირდება პერიოდი, - თქვა დოლიძემ. 

ამასთან, პარტიაში ყველა თანხმდება, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პროცესები უმართავი გახდა, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავენ და წინა პლანზე მესამე პრეზიდენტის გადარჩენის საკითხი გადმოვა. 

პოლიტსაბჭო, იცით თქვენ, რომ დანიშნულია 11 დეკემბერს 15:00 საათზე, განიხილება შიდა პარტიული არჩევნების თარიღი და ასევე, როგორ ჩატარდება, რა ფორმით ჩატარდება  ეს არცევნები და იქნება ასევე მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის, პირველ რიგში, იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს პარტია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოსთან დაკავშირებით. პირველ რიგში, თუ რამეზე უნდა იყოს მსჯელობა, უნდა იყოს ამაზე, რომ რას ვაკეთებთ, თუ ივანიშვილის მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის დავალების შესაბამისად დატოვონ ციხეში, რაც ნიშნავს მის სიკვდილს, - ამბობს ხაბეიშვილის თანამოაზრე ირაკლი ნადირაძე. 

 

მსგავსი სიახლეები