"ვივამედმა" მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში რესურსი ამოწურა - გიორგი გრიგოლია
"ვივამედმა" მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში რესურსი ამოწურა - ამის შესახებ "პირველებს" სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ, განუცხადა.
მედიკოსს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალ ექიმთან შეხვედრა სურს.
კითხვები გვაქვს მკურნალ ექიმთან. სახეზეა წონის კლება, კახექსიურია, დასუსტებულია, ნევროლოგია გაუარესებულია. ამ 6 თვეში მკვეთრად უკუსვლაა.
ლოგიკურად ასეთ დასკვნამდე უნდა მივიდეთ, რომ თუ სავადმყოფოში ყოფნის დროს მდგომარეობა გაუარესდა, უნდა ვიფიქროთ, რომ მკურნალობა წარუმატებელია"- თქვა გრიგოლიამ.