როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები ენმ-ში, პარტიის მარცხი გარდაუვალია - სარჯველაძე

05.12.22 11:48
როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები ენმ-ში, პარტიის მარცხი გარდაუვალია  - სარჯველაძე

ენმ-ში მიმდინარე პროცესებით მმართველი გუნდი გახარებულია. "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას დიდი დღე აღარ უწერია და მალე დაიშლება. 

როცა არ უნდა დასრულდეს და როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, შიგნით მიმდინარე არჩევნები პარტიაში, ფაქტია, რომ გარდაუვალია მათთვის დიდი მარცხი, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ სახით და იმ შესაძლებლობებით როგორც ის აქამდე იყო ეს პოლიტიკური პარტია ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილი, ამის შენარჩუნების პერსპექტივა ამ პარტიას უბრალოდ აღარ ექნება. არავითარი ღირეულება არ არსებობს, რომლის ირგვლივაც შეიძლება ვიხილოთ ეს გაერთიანებული პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა, რომ დესტრუქციულ დღის წესრიგს ახორციელებენ, - თქვა სარჯველაძემ. 

მსგავსი სიახლეები