33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია - შალვა პაპუაშვილი

05.12.22 12:53
33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის შემდეგ, მეორე ადამიანია ხელისუფლებიდან, ვინც უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 

შალვა პაპუაშვილმა ჰააგაში ვიზიტისას თქვა, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. 

ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“, - შალვა პაპუაშვილის სამძიმარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში 3 დეკემბერს დაიღუპა. სამოქალაქო აქტივისტები 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები