ინფორმაცია, რომელსაც ოპოზიცია სააკაშვილის შესახებ დასავლელ პარტნიორებს უზიარებს, რეალობას აცდენილია - მიქანაძე
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი. მაია სანდუს მოწოდებამ, მიხედონ მიხეილ სააკაშვილს, მმართველი გუნდი გააღიზიანა.
მმართელი გუნდის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დასავლეთს ოპოზიცია არასწორ ინფრომაციას აწვდის.
როდესაც მსგავს მოწოდებებს ვისმენთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ეს პირველ რიგში, ცხადყოფს იმას, რომ ინფორმაცია, რომელსაც მათ უზიარებენ, და უზიარებენ ძალიან კარგად გვესმის ვინ, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. სალომე ზურაბიშვილი რა ინფრომაციას მიაწვდის, მე გამიწირდება წინასწარ თქმა, თუმცა აუცილებლად დავაკვირდებით პროცესს და ვნახავთ, რა განცხადებები გაკეთდება და ამის შემდეგ შევძლებთ, რომ შეფასებები გავაკეთოთ, - ამბობს სახელისუფლებო გუნდის წევრი გივი მიქანაძე.
საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს ხვდება. საუბრის თემა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც იქნება.