დაგვიანებული და იძულებით ნათქვამი სამძიმარი - ოპოზიცია "ოცნებას" აკრიტიკებს
დაგვიანებული და ფაქტობრივად, იძულებით ნათქვამი სამძიმარი - 5 ადამიანის სიკვდილიდან მესამე დღეს გმირულად დაღუპულების ოჯახებისთვის თანაგრძნობის გამოხატვა მხოლოდ "ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა გაბედა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დაღუპული გმირების პატივის მისაგებად ყველაფერს აკეთებენ და ეს ცხედრების ჩამოსვენების დროს საპატიო ყარაულის დაყენებაში გამოიხატება.
უკრაინაში თითოეული ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის არის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო, - თქვა დღეს სახელისუფლებო გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებმა სამძიმრის განცახდებების გაკეთების დირექტივა ივანიშვილისგან მიიღეს. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც "ქართული ოცნება" დუმილის გამო საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.