სასამართლო გადაწყვეტს, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს, თუ უნდა მოკვდეს - გიული ალასანია

05.12.22 12:40
სასამართლო გადაწყვეტს, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს, თუ უნდა მოკვდეს - გიული ალასანია

 მიხეილ სააკაშვილის ოჯახი თბილისის საქალაქო სასამართლოს სთხოვს უმოკლეს ვადებში ჩანიშნოს სხდომა, სადაც სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელონ.

"მდგომარეობა ძალიან მძიმეა, დრო არ ითმენს" - თქვა შვილის მონახულების შემდეგ გიული ალასანიამ. 

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს. ის წყვეტს ჩემი შვილის ბედს.

არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?!"- განაცხადა გიული ალასნიამ. 

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველს მადლობას უხდის: 

ნინო ლომჯარიას მადლობა მინდა გადავუხადო. გუშინ სახალხო დამცველმა ექიმების კონსილიუმი კლინიკა „ვივამედში“ შეიყვანა. ჩემი შვილი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი დარჩა და მადლობელი იყო" - თქვა პრეზიდენტის დედამ. 

მსგავსი სიახლეები