სააკაშვილის სიცოცხლის სასწორზეა და ეს ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა - სამადაშვილი

05.12.22 13:18
სააკაშვილის სიცოცხლის სასწორზეა და ეს ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა - სამადაშვილი

ზურაბიშვილმა უნდა დარწმუნოს ივანიშვილი, რომ სააკაშვილის საქართველოს ციხეში დაღუპვა მას უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა, განაცხადა.

ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, ის, რომ დღეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე სასწორზე დგას, ქვეყანას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის. 

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, რომ სასწორზე დგას მისი სიცოცხლე, უქმნის ძალიან სერიოზულ გამოწვევას ჩვენ ქვეყანას და სახელმწიფოს.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლონეთის მხრიდან იქნება ამ თემაზე, ცხადია, საუბარი და მე იმედი მაქვს,სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, მათ შორის იმისთვის, რომ დაარწმუნოს დღეს ის ადამიანი, ვინც იღებს ამ ქვეყანაში მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, დაარწმუნოს ის იმაში, რომ სააკაშვილის დაღუპვა  საქართველოს ციხეში, შეუქმნის მას უმძიმეს პობლემებს, - თქვა სამადაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს ხვდება. საუბრის თემა, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც იქნება.  

მსგავსი სიახლეები